GACHECHILADZE v. GEORGIA - [Georgian Translation] by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department

Judgment Date22 July 2021
ECLIECLI:CE:ECHR:2021:0722JUD000259119
CounselKAKABADZE R. ; MARIKASHVILI E. ; MSHVENIERADZE G. ; SVANIDZE T.
Date22 July 2021
Application Number2591/19
CourtFifth Section (European Court of Human Rights)
Applied Rules10;10-1;10-2;35;35-3-b


Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.


Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.




გაჩეჩილაძე საქართველოს წინააღმდეგ

Gachechiladze v. Georgia

საჩივარი N 2591/19

გადაწყვეტილება

22 ივლისი, 2021


ფაქტები:


მომჩივანი აწარმოებს კონდომებს, შეფუთვაზე სხვადასხვა დიზაინით, რომელსაც ყიდის ინტერნეტით და სავაჭრო აპარატებით. მისი ოთხი დიზაინი გახდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვის საგანი იმ საფუძვლით, რომ ისინი წარმოადგენდნენ არაეთიკურ რეკლამას, რეკლამის შესახებ კანონის შესაბამისად.


პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების დროს, მომჩივანი წარუმატებლად დაეყრდნო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილულ სხვადასხვა საქმეს, რომლითაც ამტკიცებდა რომ არ არსებობდა საკმარისი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ დაირღვა შესაბამისი კანონი.


მომჩივანი დაჯარიმდა, აეკრძალა შესაბამისი დიზაინის გამოყენება და გავრცელება და დაევალა პროდუქციის გაყიდვიდან ამოღება. მან აღნიშნული გადაწყვეტილება წარუმატებლად გაასაჩივრა.


მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ მის გამოხატვის თავისუფლებაში განხორციელდა გაუმართლებელი ჩარევა იმის გამო, რომ მის წინააღმდეგ ჩატარდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რაც დასრულდა მისთვის სანქციის დაკისრებით.


სტრასბურგის სასამართლოს შეფასება:


54. მოცემული საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები ვერ თანხმდებოდნენ, მომჩივნის მიერ გამოყენებულ დიზაინს ჰქონდა თუ არა მხოლოდ კომერციული გამოხატვა, შედეგად, ეროვნულმა ხელისუფლებამ გამოიყენა შეფასების ფართო ფარგლები კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული მომჩივნის უფლებაში ჩარევის საჭიროებასა და პროპორციულობასთან მიმართებით. ამასთან დაკავშირებით, ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ოთხივე დიზაინი წარმოადგენდა ,,გამოხატვას’’ მხოლოდ კომერციულ კონტექსტში, როგორც საქმეში Sekmadienis Ltd. მთავრობამ ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა.


55. თუმცა, სასამართლო აღიშნავს, რომ მომჩივნის ბრენდი როგორც ჩანს მიზნად ისახავდა საჯარო დებატების დაწყებას და/ან ხელშეწყობას საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სხვადასხვა საკითხთან მიმართებით. კერძოდ, ბრენდის დეკლარირებული მიზანი, რომელიც გაცხადდა მისი დაფუძნების დროს, იყო სტერეოტიპების დამსხვრევა და ,,სექსისა და სექსუალობის სათანადო გაგების ხელშეწყობა’’. მომჩივნის მიერ გამოყენებული ზოგიერთი სურათი ეხებოდა ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილთა ურთიერთობას ( რამდენადაც საკითხი ეხება ლგბტ თემის მიმართ ქართულ საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებას, იხ., საქმე იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ). ზოგიერთი დიზაინი ასევე იყო სოციალური, ისევე როგორც პოლიტიკური კომენტარი სხვადასხვა მოვლენასა და საკითხთან დაკავშირებით. ასევე რელევანტურია იმის აღნიშვნა, რომ მომჩივნის ბრენდთან დაკავშირებით საჩივრის წარმდგენი ორგანიზაცია აქტიური იყო სამოქალაქო და პოლიტიკურ საკითხებში. შესაბამისად, ამრიგად, მთავრობის არგუმენტი, რომ მომჩივნის,,გამოხატვა’’ განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ კომერციულ კონტექსტში, ფრთხილად უნდა იქნეს შესწავლილი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ეროვნულ დონეზე ხელისუფლებას შეფასების ფართო ფარგლები აქვს. იმ გარემოებებში, რომლებშიც ნაწილობრივ მაინც იკვეთება საჯარო ინტერესის მქონე საკითხებზე მოსაზრების დაფიქსირება, ეროვნული სასამართლოებისთვის მიკუთვნებული შეფასების ფარგლები უფრო ვიწროა იმ შემთხვევებისგან განსხვავებით, რომლებიც ეხება მხოლოდ კომერციულ გამოხატვას.


56. რაც შეეხება ოთხ სადავო დიზაინს, ერთ-ერთი მათგანი იყო ,,სამეფო კარი თამარში’’ და მიემართებოდა 1184-1213 წლებში საქართველოს მეფეს, თამარ მეფეს, რომელიც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხული. მომჩივნის პოზიცია ამ დიზაინთან დაკავშირებით იყო ის, რომ ისტორიული ფიგურა ვერ იქნებოდა გათავისუფლებული საჯარო დისკუსიისგან. ამასთან მიმართებით სასამართლო აცხადებს, რომ საჯარო პირის ან ნებისმიერი პირის წმინდანად შერაცხვა თავისთავად ვერ გამორიცხავს საჯარო დებატებში დისკუსიას ამ პირის თაობაზე. აგრეთვე, განსხვავებით ეროვნული სასამართლოების დასაბუთებისგან, პრეზერვატივის წარმოება და გავრცელება თავისთავად შეუსაბამოდ არ უნდა იქნეს მიჩნეული, როდესაც ფასდება, გამოხატვას შეუძლია თუ არა ხელი შეუწყოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო დებატებს.


57. თუმცა, სასამართლოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ის ფაქტი, რომ მომჩივანმა ეროვნულ დონეზე ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თამარ მეფის პრეზერვატივზე გამოხატვა თანმდევ ნიშათან ერთად, თუ რატომ ან როგორ უწყობდა ხელს საჯარო ინტერესის მქონე საკითხებზე დებატებს.


58. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა წმინდანის ისტორიული, კულტურული და რელიგიური მნიშვნელობა, მისი გამოსახვა ფრესკებზე და ქართული ეკლესიისადმი წვლილი. მიუთითა რა, რომ მან აგრეთვე გაითვალისწინა ადგილობრივი კონტექსტი, ეროვნულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თამარ მეფის წმინდანობა უპირატესი იყო მისი როგორც საჯარო პირის სტატუსზე და დაადგინა, რომ სადავო დიზაინის გამოყენების ფორმა, საზოგადოების საშუალო გონივრული წევრისთვის, წარმოადგენდა გაუმართლებელ თავდასხმას რელიგიურ ფიგურაზე, რაც ეწინააღმდეგებოდა რეკლამის შესახებ კანონს. ამასთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ შეაფასეს იმ ტექსტის მნიშვნელობა, რომელიც თან ახლდა სადავო გამოსახულებას. მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ ეროვნულ დონეზე არ ყოფილა წარმოდგენილი დამაჯერებელი არგუმენტები, სასამართლოს უჭირს იმის დადგენა, რომ ეროვნული სასამართლოები- რომლებიც როგორც წესი საერთაშორისო სასამართლოსთან შედარებით უკეთეს პოზიციაში იმყოფებიან, რათა შეაფასონ მსგავსი ზომის გამოყენების საჭიროება მოცემულ დროს ადგილობრივი სიტუაციის გათვალისწინებით - შეცდნენ, როდესაც მიიჩნიეს, რომ ეს კონკრეტული დიზაინი აღქმული უნდა ყოფილიყო, როგორც მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევარი ქართველების პატივისცემის ობიექტის გაუმართლებელი შეურაცხყოფა.


59. თუმცა, რაც შეეხება დარჩენილ დიზაინებს, მათთან დაკავშირებით გარემოებები განსხვავებულია. კერძოდ, რაც შეეხება პანდას ვიზუალს და ქრისტიანთათვის წმინდა დღის მოხსენიებას, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ სურათი და თანმდევი ტექსტი გაუმართლებლად შეურაცხყოფდა მართლმადიდებელი ქრისტიანების ცხოვრების წევსს და რელიგიურ სწავლებას, რომ მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული მარხვის დროს სექსუალური ურთიერთობები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. თუმცა, სტრასბურგის სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ აღნიშნული საფუძვლები საკმარისი იყო იმის გასამართლებლად, რომ ჩარევა აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დიზაინი მხოლოდ იმეორებდა ანონიმური ჯგუფის სახელად ,,პანდას’’ მიერ უკვე არსებულ არტისტულ გამოხატვას, რომელსაც იმ დროისთვის ‘’YouTube’’-ზე მილიონზე მეტი ნახვა და 15, 000 ‘’likes’’ ჰქონდა. ზემოხსენებული მუსიკალური ვიდეოს პოპულარობა სადავო არ გამხდარა არც ეროვნულ დონეზე და არც სტრასბურგის სასამართლოს წინაშე. რაც შეეხება მის შინაარს, ის წარმოადგენდა სატირას საქართველოში ხშირად გამოყენებულ სხვადასხვა ფრაზასთან მიმართებით და ძირითადად წარმოადგენდა სხვადასხვა იდეის კრიტიკას, მათ შორის მათი, რომლებიც დაკავშირებული იყო რელიგიურ სწავლებასა და პრაქტიკასთან. ამ ყოველივეს გათვალისწინები, სააპელაციო სასამართლოს მიერ მომჩივნის ზემოხსენებულ ფაქტორებზე დაფუძნებული არგუმენტების უარყოფა, მხოლოდ იმის აღნიშვნით, რომ ზემოთ ხსენებულ არტისტულ გამოხატვასთან მიმართებით განსხვავებული რეგულაცია გამოიყენებოდა, პასუხ გაუცემელს ტოვებდა გადამწყვეტ საკითხს, არსებობდა თუ არა სადავო დიზაინის გავრცელების შეზღუდვის ,,მწვავე სოციალური საჭიროება’’.


60. დანარჩენ ორ დიზაინზე გამოსახული იყო ქალის მარცხენა ხელი, რომელსაც კონდომი ჰქონდა მოთავსებული ორ აღმართულ თითზე და გვირგვინის გამოსახულება, რომელიც გაკეთებული იყო კონდომით და ჰქონდა ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებული წარწერა.


61. რაც შეეხება ხელის შემცველ გამოსახულებას, უპასუხოდ დარჩა მომჩივნის არგუმენტი, რომლითაც ის დავობდა, რომ არ არსებობდა რელიგიური კონოტაცია, ვინაიდან დიზაინზე მოცემული იყოს ქალის მარცხენა და არა მარჯვენა ხელი, რომელიც გამოიყენებოდა რელიგიურ კონტექსტში, რაც მიუთითებდა [გამოხატვის თავისუფლებაში] ჩარევისთვის საჭირო სამართლებრივი საფუძვლის ნაკლებობას. ნაცვლად ამისა, გასაოცარია, რომ ეროვნული სასამართლოები დაჟინებით მიუთითებდნენ რომ გამოსახულება უნდა მიჩნეულიყო ე.წ “მაკურთხებელ მარჯვენად”, როგორც ქრისტიანული რწმენის სიმბოლოდ. მართალია, არ იყო გამორიცხული, რომ ყველაზე ტრივიალური გამოსახულებაც კი შეიძლება მოიცავდეს რელიგიურ სიმბოლოსთან სპეციფიკური ასოციაციის გამომწვევ ელემენტებს, ეროვნულ სასამართლოებს უნდა ეჩვენებინათ, თუ რატომ იყო ქალის ხელის გამოსახულება ამის მანიშნებელი, თუმცა აღნიშნული მათ ვერ შეძლეს. რაც შეეხება ისტორიულ მოვლენაზე მითითებით გვირგვინიან დიზაინს, ეროვნულმა სასამართლოებმა ყურადღება გაამახვილეს ამ მოვლენის მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიისთვის. თუმცა, მომჩივნის განცხადებების მიუხედავად, მის წინააღმდეგ სამართალწარმოების დროს გაუგებარი დარჩა, თუ რატომ მიიჩნიეს ეროვნულმა სასამართლოებმა, რომ ისტორიულ მოვლენაზე მითითება ან პრეზერვატივზე გვირგვინის გამოსახვა რატომ შეიძლება განეკუთვნებოდეს არაეთიკური რეკლამის განმარტებას, რომელსაც ითვალისწინებდა რეკლამის შესახებ კანონი. არც ის ყოფილა განმარტებული არსებობდა თუ არა რაიმე „მწვავე სოციალური საჭიროება“, სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მნიშვნელობით, რომ შეზღუდულიყო ამ ორი დიზაინის გავრცელება. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ დასახელებული არცერთი საფუძველი არ იყო რელევანტური მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობისა და პროპორციულობის გასამართლებლად, რამდენადაც დიზაინი ეხება ქალის ხელსა და გვირგვინს...

To continue reading

Request your trial

VLEX uses login cookies to provide you with a better browsing experience. If you click on 'Accept' or continue browsing this site we consider that you accept our cookie policy. ACCEPT