BAKA v. HUNGARY

Judgment Date23 June 2016
ECLIECLI:CE:ECHR:2016:0623JUD002026112
Respondent StateHungria
Date23 June 2016
Application Number20261/12
CourtGrand Chamber (European Court of Human Rights)
CounselCECH A.
Applied Rules6;6-1;10;10-1;10-2;41
Official Gazette Publication[object Object]
<a href="https://international.vlex.com/vid/convenio-europeo-libertades-fundamentales-67895138">ECHR</a>

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების შესახებ.


განმცხადებლის მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტა გამოწვეული იყო იმ მოსაზრებების შედეგად, რომლებიც მან საჯაროდ გამოხატა პროფესიული უფლებამოსილების ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს ფართო დისკრეციული უფლებამოსილება გააჩნდათ, ჩარევა მაინც არ იყო გამართლებული: სამართალდარღვევა.



დიდი პალატა

საქმე „ბაკა უნგრეთის წინააღმდეგ“

CASE OF BAKA v. HUNGARY

განაცხადი N 20261/12

გადაწყვეტილება

სტრასბურგი

2016 წლის 23 ივნისი

ფაქტობრივი გარემოებები

განმცხადებელი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, აირჩიეს უნგრეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ექვსი წლის ვადით, რომელიც 2015 წელს იწურებოდა. ამ სასამართლოს თავმჯდომარის და იუსტიციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ ყოფნის დროს, მან გამოხატა საკუთარი შეხედულება სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის მქონე სხვადასხვა საკანონმდებლო რეფორმების შესახებ. ახალი კონსტიტუციის გარდამავალი დებულებების შესაბამისად (უნგრეთის 2011 წლის ფუნდამენტური სამართალი), უზენაესი სასამართლოს სამართალმემკვიდრე იქნებოდა Kúria (ახალი უზენაესი სასამართლო) და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მანდატი დასრულდებოდა ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლისას. შედეგად, განმცხადებლის, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მანდატი, დასრულდა 2012 წლის 1 იანვარს. Kúria-ს ახალი თავმჯდომარის არჩევის კრიტერიუმების მიხედვით, კანდიდატებს მოეთხოვებოდათ უნგრეთში მოსამართლედ მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება. საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლედ მუშაობის პერიოდი არ ითვლებოდა. ამის გამო, აღმოჩნდა, რომ განმცხადებელი არ აკმაყოფილებდა ახალი Kúria-ს თავმჯდომარის თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნას.





სამართალი

II. კონვენციის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა

123. განმცხადებელი აცხადებდა პრეტენზიას, რომ მისი, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მანდატი შეწყდა იმ შეხედულების გამო, რომელიც ეხებოდა სასამართლო სისტემის რეფორმას, რაც საჯაროდ გამოხატა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის რანგში. მისი თქმით, დაირღვა კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს:

1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება;

2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შესანარჩუნებლად.“

დ. სასამართლოს შეფასება

1. ჩარევის არსებობა

(ა) კონვენციის მე-10 მუხლის გამოყენება სასამართლო ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ გატარებული ზომების მიმართ

140. სასამართლომ, საკუთარ პრეცედენტულ სამართალში აღიარა, რომ მე-10 მუხლი საზოგადოდ საჯარო მოსამსახურეებსა (იხ. ვოგტი, §53, და გუჯა საქართველოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], N14277/04, § 52, ECHR, 2008) და სასამართლო ხელისუფლების წევრებზე ვრცელდება (იხ. ვილი ლინხენშტეინის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N28396/95, §§ 41-42, ECHR, 1999‑VII და ჰარაბინი, §149, სლოვაკეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამრთლოს ყოფილი თავმჯდომარის შესახებ). დისციპლინურ წარმოებებთან დაკავშირებულ საქმეებში, მოსამართლეთა ჩამოცილების ან დანიშვნის, სასამართლოს პირველ რიგში უნდა დაედგინა, გასაჩივრებული ზომა უტოლდებოდა თუ არა ჩარევას განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებაში - „ფორმალური პროცედურის, პირობის, აკრძალვის ან ჯარიმის“ ფორმით, თუ სადავო ზომამ უბრალოდ გავლენა მოახდინა მართლმსაჯულების სექტორში საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებაზე, რომელიც არ არის დაცული კონვენციით. ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა განისაზღვროს ღონისძიებების მასშტაბი, საქმის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაბამისი კანონმდებლობის კონტექსტში (შესაბამისი კაზუისტიკა იხ. ვილი, §§ 42-43; ჰარაბინი (განჩინება), კაიასუ თურქეთის წინააღმდეგ, N64119/00 და N76292/01, §§ 77-79, 2008 წლის 13 ნოემბერი; კუდეშკინა რუსეთის წინააღმდეგ, N29492/05, § 79, 2009 წლის 26 თებერვალი; პოირაზი თურქეთის წინააღმდეგ, N15966/06, §§ 55-57, 2010 წლის 7 დეკემბერი და ჰარაბინი, § 149).

141. ვილის საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლისათვის (ლიხტენშტეინის ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარე) ლიხტენშტეინის უფლისწულის მიერ გაგზავნილი წერილი, სადაც აცხადებდა საკუთარ განზრახვას, არ დაენიშნა იგი ხელმეორედ საჯარო თანამდებობაზე, წარმოადგენდა „საყვედურს განმცხადებლის მიერ მანამდე გამოხატვის თავისუფლების გამოყენების გამო“ (იხ. ვილი §50). სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნულ წერილში, უფლისწული აკრიტიკებდა განმცხადებლის საჯარო ლექციის შინაარსს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების თაობაზე და აცხადებდა სანქციების გატარების განზრახვას კონსტიტუციური სამართლის გარკვეულ საკითხებზე მისი მოსაზრების გამო. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ საკითხთან მიმართებით მე-10 მუხლის მოქმედება ვრცელდებოდა და მოხდა განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. ანალოგიურად, კუდეშკინა რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე (კუდეშკინა რუსეთის წინააღმდეგ), სასამართლომ დაადგინა, რომ გადაწყვეტილება - აეკრძალათ განმცხადებლისათვის სასამართლო ხელისუფლებაში თანამდებობის დაკავება, გამოწვეული იყო მედიაში მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. არც განმცხადებლის მიერ სახელმწიფო სამსახურში თანამდებობისთვის განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება, არც სასამართლოს ფუნქციების განხორციელების მხრივ მისი პროფესიული უნარი, არ წარმოადგენდა ეროვნული ხელისუფლების ორგანოებისათვის არგუმენტებს. შესაბამისად, გასაჩივრებული ზომა, ფაქტობრივად, ეხებოდა გამოხატვის თავისუფლებას და არა მართლმსაჯულების აღსრულებაში საჯარო თანამდებობის დაკავებას, უფლებას, რომელიც არ არის კონვენციით უზრუნველყოფილი (იხ. კუდეშკინა, §§ 79-80; აგრეთვე, სახელმწიფო ბრალმდებლის დისციპლინური გადაცდომის გამო განთავისუფლებასთან დაკავშირებით კაიასუ, §§ 77-81).

142. ამის საპირისპიროდ, სხვა საქმეების შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული ზომა ექცეოდა მართლმსაჯულების აღსრულების სფეროში საჯარო პოზიციის ფარგლებში და გამოხატვის თავისუფლებასთან არ ჰქონდა კავშირი. ჰარაბინის (განჩინება) საქმეში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს წინადადება, განმცხადებელი განთავისუფლებულიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან (იუსტიციის მინისტრის ანგარიშის საფუძველზე), ფაქტობრივად, დაკავშირებული იყო განმცხადებლის მიერ საკუთარი ფუნქციების განხორციელების უნართან, მისი პროფესიული კვალიფიკაციისა და პიროვნული თვისებების შეფასებასთან, მისი საქმიანობისა და უზენაესი სასამართლოს სახელმწიფო ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ქმედებებისა და დამოკიდებულების კონტექსტში. იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნული იყო, რომ განმცხადებელმა ვერ მოახერხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის განთავისუფლება, რომელიც თავს დაესხა იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირს და არ გამოიყენა პროფესიული კრიტერიუმები უზენაეს სასამართლოში თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატების შეთავაზებისას. მართალია, იგი ეხებოდა განმცხადებლის მიერ გამოხატულ მოსაზრებებს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით (მან გამოხატა შეშფოთება ხელისუფლების დანაწილებასა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით), სასამართლოს წინაშე არსებული დოკუმენტები არ მიანიშნებდა, რომ განმცხადებლის განთავისუფლების შესახებ წინადადება იყო „ექსკლუზიურად და უპირატესად გამოწვეული ამ მოსაზრებების გამო“. ანალოგიურად, ჰარაბინის გადაწყვეტილებაში, განმცხადებლის პროფესიონალური ქცევა მართლმსაჯულების აღსრულების კონტექსტში საქმის არსებით ასპექტს წარმოადგენდა. მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება (მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ აუდიტის ჩატარებაზე, ვინაიდან, მიაჩნდა, რომ აუდიტი უნდა ჩაეტარებინა აუდიტის უმაღლეს სამსახურს) ეხებოდა მისი, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობების განხორციელებას და ამდენად ექცეოდა საჯარო სამსახურში მისი საქმიანობის/დასაქმების სფეროში. დისციპლინური დარღვევა, რომელშიც ის ბრალდებულად ცნეს, არ მოიცავდა მის მიერ საჯარო მსჯელობის კონტექსტში ნათქვამ განცხადებას ან გამოხატულ მოსაზრებებს. სასამართლომ, შესაბამისად, გამოიტანა დასკვნა, რომ სადავო ზომა არ წარმოადგენდა მე-10 მუხლით განსაზღვრულ უფლებებში ჩარევას და შესაბამისი საჩივარი დაუშვებლად ცნო, როგორც აშკარად უსაფუძვლო (იხ. ჰარაბინის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, §§ 150-153).

(ბ) წინამდებარე საქმეში მოხდა თუ არა ჩარევა

143. სასამართლომ პირველ რიგში უნდა დაადგინოს, სადავო ზომა წარმოადგენდა თუ არა ჩარევას განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებაში. ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა დადგინდეს ზომის მოქმედების ფარგლები, აღნიშნული ზომის საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაბამისი კანონმდებლობის კონტექსტში განხილვის გზით (იხ. ვილი, § 43). წინამდებარე საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და გაჟღერებული ბრალდებების ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ საკითხის განხილვა, მისი პრეცედენტული სამართლიდან გამომდინარე და მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე, ზოგადი პრინციპების ჭრილში უნდა მოხდეს. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას, მან შემოიღო მტკიცების სტანდარტი „გონივრულ ეჭვს მიღმა“. თუმცა, მას არასოდეს დაუსახია მიზნად, გადაეღო ეროვნული სამართლებრივი სისტემების მიდგომა, რომლებიც ამ სტანდარტს იყენებენ. სასამართლოს როლს არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღება სისხლის სამართლებრივ ბრალეულობას ან სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, არამედ მიზნად ისახავს ხელშემკვრელი სახელმწიფოების პასუხისმგებლობის დადგენას კონვენციასთან მიმართებით. ამ ამოცანის...

To continue reading

Request your trial

VLEX uses login cookies to provide you with a better browsing experience. If you click on 'Accept' or continue browsing this site we consider that you accept our cookie policy. ACCEPT